წესები და პირობები

ვებ გვერდზე რეგისტრაციის დროს თქვენ ავტომატურად ეთანხმებით კომპანიის მიერ მოწოდებულ წესებსა და პირობებს:

  • პროდუქტის აღწერილობები: კომპანია მაქსიმალურად ზუსტ ინფორმაციას განათავსებს გასაყიდი პროდუქტის შესახებ კონკრეტული პროდუქციის აღწერის ველში. 

  • თუ მიღებული პროდუქტი იქნება დაზიანებული ან განსხვავებული აღწერაში დაფიქსირებული კრიტერიუმებისაგან კომპანია ნივთს უკან დაიბრუნებს და მომხმარებელს თანხას სრულიად აუნაზღაურებს.

  • ნივთის გარეგანი დათვალიერება უნდა მოხდეს ნივთის მღების დროს კურიერის თანდასწრებით.        

ინფორმაცია ფასების შესახებ:

  • საიტზე დაფიქსირებულ პროდუქციის ფასებს განსაზღვრავს კომპანია და უფლებას იტოვებს მოახდინოს მასზე ნებისმიერი ცვლილება

  • პროდუქტის რეალიზაცია ხორციელდება საბანკო მომსახურებით ან პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

მიწოდება:

  • კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნივთის მიღების 2 ვარიანტს, რომელიც უნდა დააფიქსიროს პროდუქციის შესყიდვის დროს სარეგისტრაციო ფორმაში მოთავსებულ სპეციალურ ველში.

  • ადგილზე მიტანის პირიბები: კომპანიას ადგილზე მიწოდების სერვისით ემსახურება საკურიერო კომპანია , რომელიც უზრუნველჰყოფს ნივთის ადგილზე მიტანას თბილისის მასშტბით და რეგიონებში.

  • ადგილზე მიწოდების ვადები განისაზღვრება შეკვეთის დადასტურების შემდეგ  თბილისის მასშტაბით მეორე სამუშაო დღეს, რეგიონებში 7 დღემდე ვადაში.